სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო
სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის III მასწავლებელ ლეილა ასლამაზაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
საკვლევი
თემა:
II1კლასში თხრობასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზების
ძიება
2018-2019 სასწავლო წელი
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი არის სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მე-2(1) კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში
წარმოდგენილია კვლევის აღწერილობა თემაზე: დაწყებით
კლასებში თხრობასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზების ძიება
სხვადასხვა პრობლემის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ კოლეგები
კათედრაზე შეხვედრისა თუ საკუთარი პრაქტიკის
გაზიარებისას. აღნიშნული თემაც ძალიან აქტუალურია და გამომდინარეობს ჩემს პედაგოგიურ
პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან. თემა მნიშვნელოვანია სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისა და მეტყველების
უნარის განვითარების თვალსაზრისით.
იმედი მაქვს, შევძლებ წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირებას, მათი
გადაჭრის გზების ძიებას, საჭირო სტრატეგიების
პრაქტიკაში დანერგვას. კვლევის შედეგები დამეხმარება სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში,.
და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, ჩემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ
გამართული მეტყველება, შეძლებენ ცოდნაზე დაყრდნობით ამბის თანმიმდევრულად და გასაგებად გადმოცემას, მსჯელობას, არგუმენტირებას.
კვლევის
შედეგების ანგარიშს გავაცნობ კოლეგებს, გავუზიარებ საკუთარ
გამოცდილებას , იმედი მაქვს
ჩემი რეკომენდაციები დაეხმარება მათ სწავლების
პროცესის უკეთ წარმართვაში.
კვლევის
პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდი კოლეგებს, მშობლებს, მოსწავლეებს
და სკოლის დირექციას.
თავი 1.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
თავი 1.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1. მოკლე ინფორმაცია მე-2(1)
კლასის მოსწავლეთა შესახებ
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მე-2(1) კლასში
25 მოსწავლეა, 10 გოგონა და 15 ვაჟი.
აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით
შედეგები არაერთგვაროვანია. დიდი ნაწილი წარმატებით არის ჩართული სასწავლო პროცესსა
და სასკოლო ცხოვრებაში, მცირე ნაწილი კი პასიურია. საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი,
იშვიათად პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე, აშკარად ეტყობათ, ვერ აღიქვამენ
და გაიაზრებენ ტექსტს კარგად, არ მონაწილეობენ დისკუსიებში, უჭირთ სათქმელისათვის თავის
მოყრა, თუმცა დასმულ შეკითხვებზე, ხშირად სწორ პასუხებს იძლევიან, ასევე უჭირთ მოვლენათა
თანმიმდევრულად გადმოცემა. მე მათ ქართულ
ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, ამავე დროს
ვარ კლასის ხელმძღვანელი. მუდმივად ვზრუნავ
პროფესიულ ზრდა–განვითარებაზე, რათა შემდგომში შეძენილი ცოდნა გამოვიყენო სასწავლო
პროცესის გასააქტიურებლად. ვქმნი და ვიყენებ
ვიზუალურ მასალას ინტერესის გასაღვიძებლად.
თუმცა, ცხადია გვაქვს პრობლემებიც, რომელთა გადასაჭრელად უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა
და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო.
1.2. პრობლემა და საკვლევი
საკითხი
კვლევის დაწყების საფუძველი გახდა საკუთარ სამუშაო
პრაქტიკაზე დაკვირვება. აღმოჩნდა ,რომ მოსწავლეთა ერთ ნაწილს ჰქონდა თხრობის და აზრის
თანმიმდევრულად გადმოცემის პრობლემა. ტექსტის შინაარსის გააზრების შემდეგ ისინი პასუხობდნენ ტექსტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე ჩემი დახმარებით.
გადმოსცემდნენ მოთხრობის ნაწილს გაჭირვებით, უჭირდათ აზრის ჩამოყალიბება, თანმიმდევრობის
დაცვა, ეძებდნენ სიტყვებს, არ მონაწილეობდნენ დისკუსიებში, არ გამოხატავდნენ
საკუთარ აზრს ამა თუ იმ საკითხის განხილვისას.
მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებ სხვადასხვა მეთოდებსა და აქტივობებს, მოსწავლეებზე
დაკვირვებამ (ზეპირი თხრობა, კითხვაზე პასუხის გაცემა, დისკუსიებში მონაწილეობა, საკუთარი
აზრის დასაბუთება, დიაგნოსტიკური ტესტი, კითხვა და ა.შ.)გამოავლინა, რომ მათი წიგნიერების
დონე დაბალია .ბევრი არ კითხულობს გაბმულად, უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება, ვერ ახერხებენ
ტექსტიდან მნიშვნელოვანის
გამოყოფას, მწირია მათი
ლექსიკური მარაგი და ამიტომ ვერ გადმოსცემენ წაკითხულს . არადა საკუთარი აზრის გადმოცემა, არგუმენტირება და
სხვა უნარების შეძენას დაწყებით კლასშივე უნდა ჩაეყაროს საფუძველი, მომავალში მოსწავლეებს ხშირად მოუწევთ პრობლემების გადაჭრის უნარზე დაყრდნობა. უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიური და ინფორმაციული სფეროს განსაკუთრებული სისწრაფით განვითარება ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს დრამატულად ცვლის. საზოგადოებაში კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის მოპოვების, გაგების, გაანალიზებისა და გაზიარების საჭიროება ( 27 აგვისტო, 2015 ანა ჯანელიძე, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“) ამიტომ ვთვლი, რომ პრობლემა
საკმაოდ აქტუალურია. იმისთვის, რათა შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები
და მიზანმიმართულად დავხმარებოდი მოსწავლეებს თხრობის შედეგების გაუმჯობესებაში, გადავწყვიტე
განმეხორციელებინა კვლევა, რომელშიც ჩავრთე
ჩემი მოსწავლეები, მშობლები და დაწყებითი
საფეხურის მასწავლებლები.
1.3 პრობლემის გამომწვევი მიზეზები
უპირველესად ჩამოვწერე პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები,
რაც, ჩემი აზრით არის:
1. გაწაფული
კითხვის უნარის არქონა;
2. მწირი
ლექსიკური მარაგი;
3.გაგება–გააზრების სუსტად განვითარებული უნარები;
4.არასწორად განსაზღვრული მოსწავლეთა საჭიროებები;
1.4. კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია თხრობასთან დაკავშირებული
პრობლემის გამომწვევი მიზეზების
დადგენა და შესწავლა, გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ღონისძიებების , საჭირო
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება და მიღებული
შედეგების შეფასება
1.5. კვლევის ამოცანები
1. მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების
დადგენა;
2. დაკვირვება თითოეული
მოსწავლის შედეგებზე;
3. შედეგების მონიტორინგი;
4. მოსწავლეთა, მასწავლებელთა
და მშობელთა გამოკითხვის დახმარებით კითხვის ხელშემწყობი გარემოს შესწავლა ოჯახში;
5. მონაცემთა ანალიზი
6. შედეგების პრეზენტაცია
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
„ ადამიანი ბუნებით მთხრობელი არსებაა“, წერდა უმბერტო ეკო და მართლაც,
“მეტყველების განვითარება კომპლექსური პროცესია,
რომელიც დაბადებიდან იწყება ზეპირი მეტყველების განვითარებით. ადამიანის მეტყველების პირველი ნიშანია ღუღუნი, რომელიც თანდათან ხანგრძლივდება,
ემოციურ ელფერს იძენს და ტიტინში, შემდეგ კი სიტყვების წარმოთქმაში გადაიზრდება.” წერით მეტყველებას
ბავშვი სასკოლო ასაკში ეუფლება, თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვს ესაჭიროება წერითი მეტყველების ასათვისებლად მომზადება,
წინა წერითი (გრაფიკული) უნარებისა და კითხვითი საბაზისო უნარების განვითარება. ამ
მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა საბაზისო
უნარ–ჩვევებს ფლობს ბავშვი სკოლაში სწავლის დაწყებისას.
ბოლო პერიოდში
ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა,
შეცდომების გარეშე საუბარი. ის, რომ მათ სიტყვების მარაგი არ აქვთ, ამის მიზეზი გარდა
უწიგნურებისა, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის
შედეგიცაა. არადა, სიტყვათა მარაგი, რომელსაც ბავშვი აზრის გადმოცემის დროს გამოიყენებს,
ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. ხშირად კარიერული წარმატება, ადამიანთა
კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორატორულ ნიჭს,
აზრების მკაფიო და ლამაზი გადმოცემის უნარს. ამიტომ სიტყვის მარაგის გამდიდრებაზე ადრეული
ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ რას ნიშნავს მეტყველების განვითარება?
“მეტყველება გულისხმობს ზეპირ მეტყველებას,
ბავშვის უნარს, ერთი მხრივ, გამოთქვას თავისი შეხედულებები, ფიქრები, მეორე მხრივ,
მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი. ზეპირმეტყველება მოიცავს: რეცეპტიულ მეტყველებას (რა ესმის), ექსპრესიულ მეტყველებას (რის თქმა შეუძლია) და პრაგმატულ განვითარებას (რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის
ცოდნას). გამოიყოფა მეტყველების სხვადასხვა ტიპები:
რეცეპტიული მეტყველება გულისხმობს მოსმენასა
და მოსმენილის გაგების უნარს. ბავშვი
მიუთითებს დასახელებულ საგანზე ან ასრულებს დასახელებულ მოქმედებას (უთითებს სად არის
თოჯინა, სადა აქვს ცხვირი; თხოვნაზე, დაუკრას
ტაში, უკრავს ტაშს), ასე იწყება რეცეპტიული
მეტყველების უნარის განვითარება. შემდგომში ბავშვის ლექსიკური მარაგი იზრდება, ესმის
მეტი სიტყვის მნიშვნელობა, უვითარდება რთული გრამატიკული სტრუქტურისა და ვრცელი ტექსტის
გაგების უნარი.
პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს
სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი.
ბავშვი იწყებს ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების, ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ბავშვი სულ უფრო მეტ სიტყვას
იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამატიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება
გაბმულ მეტყველებას.
პრაგმატული განვითარება გულისხმობს დიალოგის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას,
გასაგები კომუნიკაციისა და თხრობის უნარის გამომუშავებას. რა მიზნით
და რა სიტუაციაში იყენებს ენას ბავშვი? პრაგმატული
განვითარება იწყება მოთხოვნილებისა და სურვილის გამოხატვით და სრულდება წარმატებული
კომუნიკაციით. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური,
ვერბალური კომუნიკაცია მოიცავს შინაარსის
სიტყვიერ გამოხატულებას, ხოლო არავერბალური კი - ჟესტიკულაციას – სახის გამომეტყველებას, სხეულის
მოძრაობას, ინტონაციასა და სხვა არასიტყვიერ მახასიათებლებს. წარმატებული ურთიერთობის დროს მოსაუბრე სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის
ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც მიმდინარეობს მათი ურთიერთობა. თავის მხრივ, მსმენელი ცდილობს ჩასწვდეს არა მარტო სიტყვების მნიშვნელობას, საუბრის თემას, არამედ მოსაუბრის მიზანიც ამოიცნოს. მაგრამ, ვიდრე
ამ უნარების განვითარებას მოვახდენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას წინ უნდა უძღოდეს
წიგნიერება. წიგნიერება გულისხმობს წერითი მეტყველების დაუფლებისათვის მომზადებას,
წერა-კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას,
ბავშვის გათვითცნობიერებას იმ საკითხებში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ნაბეჭდი
მასალა. სწორედ კითხვის მიმართულება
ემსახურება იმ საბაზისო უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს შემდგომში
კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (მაგ.: მეტყველების ნაკადში ბგერებისა და სიტყვების
გამორჩევის (ფონოლოგიური უნარები, ნაბეჭდ მასალასთან მოპყრობის ჩვევა). “კითხვის დროს
ადამიანი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა დანიშნულების ტექსტებიდან. როდესაც ბავშვს მხატვრულ
ლიტერატურას უკითხავენ, უნდა შეეძლოს ესთეტიკური სიამოვნების განცდა; როდესაც საგანმანათლებლო
ტექსტებს აცნობენ, შემეცნებითი ინფორმაციის მიღება უნდა შეძლოს, ხოლო, თუ წერილობით
ინსტრუქციას გააცნობენ, ამ უკანასკნელის შესაბამისად მოქმედება უნდა შეძლოს.
სწავლის საფუძველი კითხვის უნარია, რომლის
ჩამოყალიბება სასკოლო პერიოდის პირველ ეტაპზე ხდება და ხელს უწყობს იმ სააზროვნო პროცესების
განვითარებას, რომელიც ეფექტური სწავლებისა და სწავლის წინა პირობაა ზოგადი განათლების
შემდეგ საფეხურზე. მოზარდები, რომელთაც უჭირთ კითხვა, მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან
სკოლაში სწავლისას, ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს ვერც სკოლაში და ვერც ცხოვრებაში. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს საკმარისი
ცოდნა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლად იფიქრონ, საკუთარი იდეის შეფასება
და ფორმულირება მოახდინონ, პრობლემის მათეული გზით გადაწყვეტა შეძლონ. „ ბავშვი მხოლოდ
კონკრეტულ პრობლემასთან ჭიდილში , რთული სიტუაციიდან გამოსავალი გზების ძიების დროს ფიქრობს.“(ჯონ დიუი)
კვლევა და პედაგოგიური პრაქტიკა ცხადყოფს
,რომ გაგება-გააზრების გარეშე თხრობის უნარს ვერ განვავითარებთ. არაერთი კვლევა და
პედაგოგიური პრაქტიკა ცხადყოფს ,რომ გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით
სასარგებლოა ლექსიკის სწავლების ორი მიდგომის გამოყენება: სიტყვების უწყვეტად და რეგულარულად
სწავლება(Beck, Perfetti, & Mckeowen,
1982) და სწავლება საკითხავი დავალების შესრულებამდე( ან ტექსტის წაკითხვამდე)
(Brett,Rothlein, &
Hurley,1996) Wixson, 1986)
კვლევამ ცხადყო, რომ თხრობის უნარის განსავითარებლად და პიროვნების კარგ, სასიამოვნოდ
მოსაუბრედ ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ყველა საგნის მასწავლებელი აკვირდებოდეს და ზრუნავდეს
ამ ტექნიკის დაუფლებაზე. მრავალფეროვანი საშუალებებით უწყობდნენ ხელს მოსწავლეთა ენობრივ
განვითარებას ზეპირი მეტყველების კუთხით. მაგალითად: არაფორმალური და სტრუქტურირებული საუბრით, სხვადასხვა სირთულის შეკითხვის
დასმით, საინტერესო თემაზე დისკუსიის წარმართვით
და ა. შ. დემონსტრირების საშუალებით მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა მიაწოდონ საკუთარი
აზრებისა და შეხედულებების გამოხატვის ეფექტური მოდელები და თანმიმდევრულად დაეხმარონ მრავალფეროვან სამეტყველო
სიტუაციებში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს ბავშვის ენობრივი განვითარების
კანონზომიერებები ადრეულ ასაკში. ხუთი წლის ბავშვები პრაქტიკულად იყენებენ ქართული
ენის გრამატიკას, ამიტომ საწყის პერიოდში თავისუფალი გამოხატვის საშუალების მიცემა
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეცდომების გასწორებაზე კონცენტრირება, რაც საგრძნობლად აფერხებს ბავშვის
მიერ ენობრივი ფორმების გამოყენებას.
ყველაფრის გათვალისწინებით. კომპლექსური
მუშაობითა და სათანადო ინტერვენციების განხორციელებით. თხრობითი უნარების ხარვეზის დაძლევა უზრუნველყოფილი
იქნება.
თავი III
კვლევის დიზაინი
3.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი
როგორც
თავიდანვე აღვნიშნე, კვლევის სამიზნე ჯგუფად შევარჩიე ერთის მხრივ მე–2(1) კლასის მოსწავლეები და მეორე მხრივ კონკრეტულად
ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ თხრობის პრობლემები, კვლევაში ჩავრთე მშობლები და ჩემი კოლეგები- დაწყებითი
საფეხურის როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.
3.2
კვლევის მეთოდები
კვლევის
წარმატებით განხორციელებისა და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები:
1. მშობელთა ანკეტირება. ღია
და დახურული კითხვები(ანონიმური)
2. მასწავლებელთა ანკეტირება,
ღია და დახურული კითხვები(ანონიმური)
3. მოსწავლეთა ანკეტირება(დახურული
კითხვები)
4. ფოკუსირებული დაკვირვება
მოსწავლეებზე.
კვლევის თვისებრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის
სიღრმისეულ, ხარისხობრივ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი
საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, მე-2 ნაწილი, გვ.68)
1.
მოვამზადე ანკეტა, რომელიც ითვალისწინებდა II(1) კლასის ყველა მოსწავლის
მონაწილეობას
ანკეტა
შეიცავდა რვა კითხვას: რამდენად უყვართ კითხვა, აქვთ თუ არა საბავშვო ლიტერატურა ოჯახში,
თუ მონაწილეობს ოჯახში წაკითხული წიგნის შთაბეჭდილების გაზიარებაში მშობლებთან და თანატოლებთან, რა ტიპის წიგნების კითხვა უყვართ. როდის უფრო ადვილად
იგებენ, მოსმენით თუ წაკითხვით.
ანკეტის
შევსება
მოხდა ინდივიდუალურად.
მოსწავლეებს
დაურიგდათ ანკეტის ფურცლები, რომელშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები
.მონაცემთა
შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა გამერკვია მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვასთან, თხრობასთან და თავისი
ნააზრევის სხვებთან გაზიარებასთან.
2. სკოლაში მისვლამდე ოჯახს აკისრია
მნიშვნელოვანი როლი ბავშვის აზროვნებისა და
მეტყველების უნარის განვითარებაში, იმის გასარკვევად, რამდენად არიან მშობლები დაინტერესებულები ამ საკითხით,
როგორია ოჯახში კითხვისათვის ხელშემწყობი გარემო?
გადავწყვიტე ჩამეტარებინა ფოკუს ჯგუფი მშობლებთან.
წინასწარ
მოვამზადე კითხვები, შევარჩიე სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთა მშობლები( სულ
25 )
3. სრული სურათის დასანახად
საჭიროდ ჩავთვალე ინტერვიუ მეწარმოებინა დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან. ინტერვიუსთვის მივმართე მათ და მოვიპოვე
თანხმობა, კოლეგებს გავაცანი ინტერვიუს მიზანი, ასევე გავაცანი თემა, თუ რის
შესახებ გვექნებოდა საუბარი. ინტერვიუსთვის წინასწარ მომზადებული მქონდა შეკითხვები.
3–3. კვლევის ვადები:
კვლევას ვახორციელებდი სამი თვის განმავლობაში 2019 წლის მარტიდან აპრილი, მაისის ბოლომდე.
თავი–IV კვლევის
შედეგები
4-1მონაცემთა
ანალიზი
თხრობაში გამოვლენილი პრობლემების მიზეზისა და სრული
სურათის დასანახად, გადავწყვიტე შემემოწმებინა , რამდენად აღიქვამენ და გაიაზრებენ
მხატვრულ ტექსტს, მივაწოდე ტექსტი, რომელიც
უნდა წაეკითხათ ინდივიდუალურად, ხმამაღლა და დავუსვი შეკითხვები, ფაქტობრივი და სააზროვნო,
პასუხებს ვინიშნავდი. შედეგების გაანალიზების შემდეგ მივიღე ასეთი სურათი: მოსწავლეების
ორი მესამედი კარგად გაიაზრებდა წაკითხულს, ერთ მესამედს კი ჰქონდა პრობლემა, რაც გამოიხატებოდა
იმაში, რომ არ ჰქონდათ გამომუშავებული გაწაფული კითხვის უნარ–ჩვევა, ზოგიერთი სიტყვა
მათთვის იყო ბუნდოვანი, ვერ აცოცხლებდნენ გონებაში წაკითხულს და შესაბამისად ვერც მოგვითხრობდნენ.
იმის გასარკვევად საიდან მომდინარეობდა პრობლემები გადავწყვიტე ჩამეტარებინა ანკეტირება
მათთან, მშობლებთან და დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან
ჩემი კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე ანკეტირება.
(სულ 25 მოსწავლე). ანკეტირების ანალიზისას
გამოიკვეთა, რომ მასში მონაწილე მოსწავლეთა მესამედი ნაკლებად წიგნიერ ოჯახურ
გარემოში იზრდება. გარდა ამისა, ამ ბავშვების ოჯახებში
თითქმის არ არის საბავშვო წიგნები. არ
ხდება მშობლებსა და შვილებს შორის აზრთა გაცვლა–გაზიარება, არ უყურებენ ერთად
საბავშვო ფილმებსა და მულტფილმებს, მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული
თამაშები, ტელეფონით დაინტერესება, ყოველივე
ზემოთ თქმული კი არის საფუძველი იმისა, რომ ვერ ახერხებენ საუბარს, მწირი და
ღარიბია მათი მეტყველება, უჭირთ აზრის დალაგება.
კითხვაზე:
დანარჩენ კითხვებზე პასუხები
ასე განაწილდა:
მშობლებთან ანკეტირების
შემდეგ კარგად გამოჩნდა ის, რომ ერთი ნაწილი არ იცნობს კარგად შვილის შესაძლებლობებს,
არ კითხულობს მასთან ერთად, არ უზიარებს შთაბეჭდილებას წაკითხული მოთხრობის ან ზღაპრის შინაარსის
შესახებ, არ აქვთ საბავშვო წიგნები სახლში,
არ სცალიათ მათთვის. (დანართი-3) მათი გამოკითხვის
შედეგები ასეთია:
მასწავლებლებთან
ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ კი გამოიკვეთა, რომ მათ
კლასებშიც დგას ანალოგიური
პრობლემა, რაც გამოწვეულია: გაწაფული კითხვის სუსტად განვითარებული უნარით, მწირი ლექსიკური
მარაგით, ყურადღების დეფიციტით, არასწორად შერჩეული ტექსტის მიწოდებით, ტექსტზე მუშაობისას
არასწორად შერჩეული სტრატეგიების გამოყენებით (იხ. დანართი 2)
გამოკითხვისას ჩემი მიზანი იყო შედეგზე ორიენტირება.
ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ვცდილობდი მათ ჩართვას
საგაკვეთილო პროცესში. ვაკვირდებოდი
პროგრესს ინდივიდუალურად და ჯგუფებში.
4–2 კვლევის მიგნებები
კვლევის მეთოდების გამოყენებით მიღებული
ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტები, ჩამოყალიბდა ძირითადი დასკვნები
და შესაძლებელი გახდა კვლევის ახალი და უმნიშვნელოვანესი
ეტაპის - ინტერვენციის დაგეგმვისა და მისი განხორციელების დაწყება.
კერძოდ,
1. მოსწავლეებს სუსტად აქვთ
განვითარებული გაწაფული კითხვის უნარები
2. ღარიბია მათი ლექსიკა
3. არ ფლობენ კითხვის გააზრებისთვის
საჭირო სტრატეგიებს– ლინგვისტურ და არალინგვისტურ ხერხებს.
4. აქვთ ყურადღების დეფიციტი
5. სუსტია, ან საერთოდ არ არის
მშობლის მონაწილეობა კითხვის პროცესში
4–3 შესაძლო ინტერვენციები
მას შემდეგ, რაც გავაანალიზე
მოსწავლეთა მდგომარეობა და საჭიროებები, დავგეგმე შესაძლო ინტერვენციები, კერძოდ:
·
ლექსიკის გამდიდრებისთვის
საჭირო სტრატეგიებზე მუშაობა.
·
გაკვეთილების დაგეგმვა ორიენტირებული
კითხვის მეთოდით
·
მკითხველთა თეატრი
·
როლური კითხვა
·
დისკუსიების მოწყობა ერთობლივად მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად.
·
ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობა
·
მხატვრული კითხვის საღამოების
მოწყობა
4–4 განხორციელებული ცვლილებები
სანამ კვლევას დავიწყებდი, კიდევ
ერთხელ გავაცნობიერე ის მიზეზები, რაც თხრობის პრობლემას ქმნიდა, რათა მოსწავლეებს დავხმარებოდი სირთულის დაძლევასა და
სასიამოვნო მოსაუბრედ ჩამოყალიბებაში.
ორიენტირებული ვიყავი შედეგზე,
ვითვალისწინებდი მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ვცდილობდი თითოეული მოსწავლის ჩართვას
და ვაკვირდებოდი მათ პროგრესს, ვახდენდი ფოკუსირებულ დაკვირვებას როგორც ინდივიდუალურად,
ისე წყვილებსა და ჯგუფებში, ვითვალისწინებდი ჩემი მოსწავლეების როგორც უნარს და შესაძლებლობებს,
ასევე მათ ინტერესს, ვგეგმავდი მრავალფეროვანი აქტივობით დატვირთულ გაკვეთილს, ამ მიდგომებმა
აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და სწავლა სასიამოვნო პროცესად აქცია .ლექსიკის
გასააქტიურებლად უპირველესად მოსწავლეებთან
გამოვიყენე მრავალფეროვანი მეთოდები:
1. ცნების რუკა
2, სიტყვის პირამიდა
3.დაკარგული სიტყვები
4. სიტყვის გამომძიებელი
5. სიტყვის ვერბალური და ვიზუალური
ასოციაციების რუკა
6. სიტყვების გროვა.
ამგვარმა მიდგომებმა გააადვილა სიტყვების
ათვისების პროცესი. ასწავლა მათ როგორ გამოიყენონ შესწავლილი სიტყვა.
·
წაკითხულის გააზრების უნარის გასავითარებლად გამოვიყენე ორიენტირებული
კითხვა, ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა. მოსწავლეთა
ინტერესის გათვალისწინებით შევარჩიეთ ჯიპრაიდის
ტექსტი
„დათო და დათვი“
გონებრივი იერიშით გავააქტიურე
წინარე ცოდნა, ვიმსჯელეთ სათაურზე და გამოთქვეს ვარაუდები ტექსტის შესაძლო შინაარსზე,
ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები უკვე მოტივირებულები იყვნენ, ვარაუდებს იწერდნენ ვარაუდების
ცხრილში, ტექსტის გაცნობის შემდეგ კი დაყვეს
მონაკვეთებად და დაასათაურეს, გამოკვეთეს მთავარი
და მეორეხარისხოვანი მომენტები, იმისათვის, რომ ტექსტი კარგად გაეცოცხლებინათ გონებაში,
მივაწოდე ასეთი კომპლექსური დავალება:
„ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით
შეექმნათ და გაეცოცხლებინათ რომელიმე ეპიზოდი,
ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო და მშვენივრად გაართვეს თავი, გაცოცხლებულმა
ეპიზოდებმა თხრობა საინტერესო პროცესად აქცია, ყველა აქტიურად ჩაერთო თხრობის პროცესში.
ამ მიდგომამ დამანახვა, რომ ტექსტის ნაწილებად
მიწოდებამ გააზრების უნარი გაააქტიურა, მონაკვეთების გაცოცხლებამ
კი გააუმჯობესა თხრობის უნარი.(დანართი-4)
·
როლური თამაში
ზეპირი გამოხატვის უნარის განვითარებისთვის დიდ როლს თამაშობს
როლური თამაში. წინასწარ შევარჩიე თემა, რომელშიც
შეიძლებოდა მოსწავლეთა დიდი ნაწილის ჩართვა,
გარდა ამისა, გავითვალისწინე უმრავლესობის სიყვარული ზღაპრის მიმართ, დავდგით ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“, მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ როლების განაწილების
პროცესში, მოირგეს და გაითავისეს როლები ,
გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ კარგად წარმოეჩინათ თავი, ზღაპრის ინსცენირების
დასრულების შემდეგ კი ხალისით ჩაერთვნენ დისკუსიაში, შეაფასეს რა იყო კარგი, და სურვილი გამოთქვეს ხშირად წარმოედგინათ ამგვარი
ინსცენირება.(დანართი-5 )
· რადგან მკითხველთა თეატრი
მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დახვეწონ კითხვის და მეტყველების უნარები, გადავწყვიტე მისი გამოყენებაც, შევარჩიე
სათანადო ტექსტი „დედა“ და მოვამზადე მოსწავლეები,
მოტივაცია აქაც მაღალი იყო, მაღალი იყო აგრეთვე პასუხისმგებლობის გრძნობაც კარგად წარმოეჩინათ
თავი.(დანართი–6)
·
კითხვის საღამოებს ვაწყობდი კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული და
წაკითხული წიგნების ირგვლივ იმართებოდა დისკუსია- მსჯელობა. საღამოებზე განვიხილეთ
მოთხრობები და ზღაპრები : სირცხვილი აიცილა“, ‘ ჯიუტი თხები,“ „ობოლი გოგონას ამბავი“,
„მეზღაპრე“, „ხუთკუნჭულა“, „საკუთარი სიტყვის ტყვე“, „მოხუცი“ და სხვა.
·
ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა
კითხვის საღამოების მოსამზადებლად აქტიურად
ჩაერთვნენ ბიბლიოთეკაში, არჩევდნენ სასურველ წიგნებს, ვეხმარებოდი მათ არჩევანის გაკეთებაში,
თუმცა გათვალისწინებული იყო მათი ინტერესის სფერო. სახლში წაკითხული
წიგნების განხილვა კი ხდებოდა კითხვის საღამოებზე.
·
მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად ორ კვირაში ერთხელ ვაწყობდი შეხვედრას,
წინასწარ ვარჩევდით სადისკუსიო თემას და განვიხილავდით,
ბავშვების მოტივაცია აამაღლა იმან, რომ მშობლებთან ერთად თამამად გამოხატავდნენ საკუთარ
შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე და ასაბუთებდნენ.
ინტერვენციების განხორციელების
პროცესში კვლავ ვახდენდი ფოკუსირებულ დაკვირვებას სამიზნე მოსწავლეებზე, ვინიშნავდი
მათ რეაქციებს, რა აძლევდათ სტიმულებს? ბოლოს
კვლავ გავესაუბრე მათ და დავუსვი რამდენიმე შეკითხვა: როგორ გრძნობდნენ თავს? რა დაეხმარა
გამხდარიყვნენ აქტიური მთხრობელები, გამოიკვეთა, რომ ტექსტის ნაწილებად დაყოფამ გაუადვილა გააზრება,
ხოლო ილუსტრაციების შექმნამ და „ვსწავლობთ თამაში“–ს საშუალებით გაცოცხლებულმა ეპიზოდებმა თხრობის უნარზე იქონია
დადებითი გავლენა.
თავი V- რეკომენდაციები
და ინტერვენციის შეფასება
5–1 ინტერვენციის
შეფასება
ინტერვენციის ცვლილებები დამეხმარა გამეგო რა შეიცვალა
ან შეიცვალა თუ არა რაიმე ჩემ მიერ განხორციელებული კვლევით, რამდენად სწორად
წარვმართე ზოგადად ჩემი პრაქტიკის კვლევა, მივიღე თუ არა პასუხები იმ შეკითხვებზე,
რომლებიც კვლევის დასაწყისში დავსვი. რა შეიცვალა თხრობის კუთხით იმ მოსწავლეებში,
რომლებიც ვერ ფლობდნენ საჭირო უნარებს .იმის გამო, რომ მათთან ერთად ვარჩევდი საგაკვეთილო თემას, რომელიც დატვირთული
იყო მათთვის სახალისო აქტივობებით, გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის ხარისხი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, გაცოცხლებულმა ეპიზოდებმა,
რომელსაც თვითონ ქმნიდნენ, ხან ხატავდნენ,
ხან კი „ვსწავლობთ თამაშით“ შექმნილი ეპიზოდებით აცოცხლებდნენ. ასეთმა მიდგომამ გაუადვილათ
გადმოცემის უნარი, დადებითად იმოქმედა აგრეთვე როლურმა თამაშებმა და მკითხველთა თეატრმა,
ის მოსწავლეები, რომლებიც ადრე საგაკვეთილო პროცესის დროს იყვნენ პასიურები, ხალისით იყვნენ ჩართულნი. ყოველივე ამან მათ აუმაღლა
მოტივაცია და სურვილი ჩაწერილიყვნენ ბიბლიოთეკაში და წაკითხული წიგნის შინაარსის განხილვაშიც
მიეღოთ მონაწილეობა, წიგნის კითხვისას კი იძენდნენ იმ უნარებსაც, რაც გაწაფული კითხვისთვის
იყო საჭირო, დაიწყეს აგრეთვე ლექსიკონების წარმოება, სადაც მათთვის უცხო სიტყვებს იწერდნენ.
მართალია, ის მოსწავლეები, რომლებსაც გადმოცემის უნარის დეფიციტი ჰქონდათ , ერთბაშად კარგ მთხრობელებად ვერ გადაიქცნენ,
მაგრამ წინსვლა აშკარად თვალშისაცემი გახდა.
ანკეტირებით დავაკვირდი
მათ პროგრესს, როგორც გამოიკვეთა, კითხვაზე:
5-2 რეკომენდაციები
ძირითადი დასკვნების შემდეგ მნიშვნელოვანია
რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რათა დაწყებული პროგრესი გაგრძელდეს, კვლევის მიმდინარეობის
პროცესში გამოიკვეთა ის აქტივობები და მიდგომები, რომლებმაც კვლევის პროცესის წარმატებით
განხორციელებას ხელი შეუწყო და რომელთა მეშვეობითაც თხრობის პროცესი ბავშვებისთვის
სასიამოვნო პროცესად გადაიქცა. მოსწავლეებში ამაღლდა მოტივაცია და სურვილი უკეთესი შედეგის მიღწევისა,
თუმცა ვფიქრობ, მიღწეული შედეგი მაინც არ არის
საკმარისი, მოსწავლეებს მუდმივად უნდა შევთავაზოთ
ახალ-ახალი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები, ახალი სასწავლო წელი უნდა დავგეგმოთ
კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე კვლევის
შედეგების მიხედვით ჩამოვაყალიბე რეკომენდაციები,
რომლებიც სასურველი იქნება გაითვალისწინონ
სხვებმაც.
1. მოსწავლეთა თხრობის პროცესს უნდა უსწრებდეს სხვადასხვა
ლექსიკური სავარჯიშოების შეთავაზება.
2. საუბრის პროცესში, საწყის
ეტაპზე, სასურველი იქნება ე.წ. საუბრის სქემების
შეთავაზება, რომელიც ჯერ გაუადვილებს სათქმელის გადმოცემას, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლადაც
შეძლებენ საუბარს.
3. შესასწავლი ტექსტი შერჩეული
უნდა იყოს მათი ინტერესის და შესაძლებლობის გათვალისწინებით.
შერჩევის პროცესში კარგი იქნება მათი ჩართვა.
4. გაკვეთილი
უნდა დაიგეგმოს სახალისო აქტივობებით და უზრუნველყოფილი
უნდა იყოს მოსწავლეთა ჩართულობა.
5. ყველა საგნის მასწავლებელმა ყურადღება
უნდა მიაქციოს მოსწავლის სხვადასხვა უნარის განვითარებას.
6. კარგი იქნება, თუ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო
აქტივობებში არა როგორც მაყურებლები, არამედ, როგორც უშუალო მონაწილეები.
დასკვნა
ჩემ მიერ მეორე კლასში ჩატარებული პრაქტიკის
კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ
მოსწავლეებში თხრობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებია:
1. ლექსიკური მარაგის სიმწირე.
2. გაწაფული კითხვის უნარის
არქონა.
3. გაგება-გააზრებისთვის საჭირო
უნარების დეფიციტი.
4. მოსწავლეების უნარების განვითარებისთვის
გამოყოფილი არასაკმარისი დრო.
5. მშობლების ნაკლები ჩართულობა,
სასწავლო პროცესში.
ჩამოთვლილი
პრობლემების აღმოსაფხვრელად და დასაძლევად
განხორციელებული აქტივობების და .ინტერვენციების
შეფასების შედეგად აღმოჩნდა ,რომ მათი უმრავლესობა
იყო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ვთვლი, რომ პრობლემებზე ორიენტირება და სწორად განხორციელებული აქტივობები წარმატების გარანტია.
კათედრაზე ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გავაცანი
პედაგოგებს, გავუზიარე გამოცდილება, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჩემი გამოცდილების პრაქტიკაში
გამოყენება წარმატებულს გახდის სასწავლო პროცესს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ი. სამსონია-„ წიგნიერება გამომცემლობა“
მწიგნობარი“ 2013წელი
2.
მ.ინასარიძე, მ. ნაჭყეპია,
„ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები. საიმედო თბილისი
2006წელი“
3.
მაია მელიქიძე მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი რუსუდან ლორთქიფანიძე-„სასწავლო
აქტივობები ყველასთვის“
4.მ.დობორჯგინიძე, მ .ინასარიძე,
„მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარის განვითარება“
გამომცემლობა „საიმედო“ 2006წელი“
5. სკოლამდელი განათლება მეტყველების განვითარება,
-http://ncp.ge/ge/preschool-education/general-part/brief-review-of-learning-and-development-fields/metkvelebis-ganvitareba
6, თ. ჭანტურია, გ. ჭაუჭიძე, მ. მახარობლიძე
, ლ.ქისტაური, ე.აფხაზავა.“ სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული- კითხვისა და
წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. თბილისი 2015წელი“
7.დისკუსია
/orioniblog.blogspot.com/2011/07/blog-post_05.html
დანართი
დანართები1.
კითხვარი მოსწავლეებისთვის
1. რა არის შენი საყვარელი
საქმიანობა?
ა) წიგნის კითხვა
ბ) კომპიუტერით თამაში
გ) ბავშვებთან თამაში
2.რატომ კითხულობ?
ა) დედა მაძალებს
ბ) მომწონს
გ) მასწავლებელი მავალებს
3.თუ უზიარებ წაკითხულით
აღძრულ შთაბეჭდილებას ოჯახის წევრებს?
ა) კი
ბ) არა
გ)ზოგჯერ
4. უყვები თუ არა წაკითხულის
შესახებ მეგობრებს?
ა)კი
ბ)არა
გ)ზოგჯერ.
5. კითხვის შემდეგ იწერ თუ
არა წაკითხულის შესახებ რვეულში?
ა) კი
ბ)არა
გ)ზოგჯერ
6 უყვები
თუ არა წაკითხულის შესახებ მეგობრებს?
ა)კი
ბ) არა
6. თუ არ უყვები, რა არის ამის
მიზეზი?
ა)მას არ აინტერესებს
ბ) მიჭირს მოყოლა
გ) აღარ მახსოვს წაკითხული
7. როდის უფრო ადვილად იგებ შინაარსს?
ა) როცა ვისმენ
ბ) როცა მე თვითონ ვკითხულობ
გ) როცა რთული სიტყვები არ არის მასში
დანართი -2
კითხვარი
პედაგოგებისთვის
წინამდებარე კითხვარი შეიქმნა სასკოლო კვლევის ფარგლებში, რომლის
მიზანი იმ პრობლემების გამოვლენაა, რომლებიც ხშირად ექმნებათ მოსწავლეებს თხრობის პროცესში, რათა შემდგომში მოხდეს დასახვა იმ გზების და ჩამოყალიბება
იმ მეთოდების , რომელთა დახმარებით მოხდება ამ პრობლემების გადაჭრა.
1.რა ფორმით ახდენთ საგაკვეთილო მასალის გამოკითხვას?( შეგიძლიათ
აირჩიოთ რამდენიმე პასუხი:
ა) თხრობით
ბ)ტესტების დახმარებით
გ) კითხვა -პასუხით
დ)ცალკეული ეპიზოდების თხრობით
ე) სხვა...
2.აქვთ თუ არა თქვენს მოსწავლეებს თხრობასთან დაკავშირებული პრობლემები?
ა)
ბ) არა
3,ასეთი პრობლემების მქონე მოსწავლეები
უმრავლესობაში არიან?
ა)კი
ბ) არა
4. რა სახის პრობლემებია, რის
გამოც მოსწავლეებს სირთულეები აქვთ თხრობისას?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. როგორ ფიქრობთ, რითია გამოწვეული
თქვენ მიერ დასახული პრობლემები?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი-3
კითხვარი მშობლებისთვის
1.
იყენებს თუ არა თქვენი შვილი თანამედროვე საკომუნიკაციო და გასართობ
ტექნოლოგიებს?
ა) სისტემატიურად
ბ)არასდროს
გ)
ზოგჯერ
2.
როგორ ფიქრობთ, დამოკიდებულია თუ არა თქვენი შვილი დასახელებულ ტექნოლოგიებზე?
ა)კი
ბ) არა
გ)ნაწილობრივ
3.
რა ფორმით გამოიხატება მისი დამოკიდებულება?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
სკოლიდან დაბრუნების შემდეგ თუ გიყვებათ განვლილი დღის შესახებ?
ა)კი
ბ) არა
გ) ზოგჯერ
5.
( თუ თქვენი პასუხი კითხვაზე არის კი, მაშინ უპასუხეთ ამ კითხვას:
მოყოლის დროს აქვს თუ არა სირთულეები აზრის ჩამოყალიბებასა და გადმოცემასთან დაკავშირებით?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
როდესაც მოსაყოლად აძლევს გაკვეთილს მასწავლებელი, უჭირს თუ არა
დამახსოვრება და რა დროს ანდომებს აღნიშნული ტექსტის სწავლას?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
რა მეთოდებს იყენებს თქვენი
შვილი ტექსტის შესასწავლად?
ა) კითხულობს რამდენჯერმე და შემდეგ ცდილობს
მოყოლას
ბ) კითხულობს ერთ აბზაცს და შემდეგ ყვება
გ) საერთოდ არ ყვება.
8.
ტექსტის მომზადების შემდეგ იბარებთ თუ არა თხრობით?
ა) კი
ბ) არა
9.
ჩაბარების პროცესში აწყდებით თუ არა თხრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს?
ა) კი
ბ) არა
10. თუ თქვენი პასუხია კი, მაშინ
აღწერეთ რაში მდგომარეობს სირთულე----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი-4
·
განხორციელებული ინტერვენცია
თემა: ჯიპრაიდის
ტექსტი“-დათო და დათვი“
მიზანი: შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება,
მონაკვეთებად დაყოფა, დასათაურება, ეპიზოდების გაცოცხლება ნახატებით, თხრობა.
მისაღწევი შედეგი: გაიაზრებენ ტექსტს, დაყოფენ ეპიზოდებად,
ასათაურებენ, გადმოსცემენ შინაარსს.
ნაბიჯი-1-ლი: ააქტიურებენ
წინარე ცოდნას, რა იციან დათვის შესახებ.
მე-2 მსჯელობენ სათაურის შესახებ
მე-3 კითხულობენ ეპიზოდებს
ვარაუდის გამოთქმით.
მე-4 ვარაუდებს იწერენ ვარაუდების
ცხრილში
მე-5 ააქტიურებენ ლექსიკურ
ერთეულებს
მე-6 ასათაურებენ ეპიზოდებს
მე-7 „ვსწავლობთ თამაშის“
გამოყენებით აცოცხლებენ ეპიზოდებს
მე-8 გადმოსცემენ შინაარსს
ეპიზოდების თანმიმდევრობით
ქმნიან ზეპირად ამბავს, რა მოხდებოდა კვირას.
დათო და
დათვი
ორშაბათს დათო ტყეში წავიდა. ტყეში დიდი
დათვი დაინახა. დათოს შეეშინდა და სახლისკენ გაიქცა. დათვი გამოეკიდა. დათვი სახლში
შევარდა.
დათვი სახლთან მივიდა და ხის ქვეშ ჩამოჯდა. დათოს მამამ დათვს თაფლი გამოუტანა. დათვმა თაფლი გამოართვა
და ტყეში დაბრუნდა.
სამშაბათს დათვი ისევ მივიდა
სახლთან და ფანჯარაზე დააკაკუნა. დათომ გამოიხედა. დათვს თათში ბევრი თაფლი ჰქონდა.
დათომ წაბლი გამოართვა და
მადლობა გადაუხადა. დათვი ტყეში დაბრუნდა.
ოთხშაბათს დათო ტყეში წავიდა,
მან დათვს ლეღვის მურაბა წაუღო. დათვმა მურაბა გამოართვა და შეჭამა. მერე დრუნჩი მოილოკა.
დათომ და დათვმა მინდორში ითამაშეს, დათო სახლში დაბრუნდა.
ხუთშაბათს დათვი ისევ მივიდა
სახლთან და ფანჯარაზე დააკაკუნა. დათომ გამოიხედა. დათვს თათებში ბევრი სოკო ჰქონდა, დათომ სოკო გამოართვა.
დათვი ტყეში დაბრუნდა. დათოს დედამ გემრიელი სუპი გააკეთა.
პარასკევს დათო ტყეში წავიდა , თან ფოტოაპარატი წაიღო. დათომ და
დათვმა ტყეში ითამაშეს. დათომ დათვს სურათები გადაუღო, მერე სახლში დაბრუნდა.
შაბათს დათო და დათვი მდინარეზე
წავიდნენ. დათო ანკესით თევზაობდა. დათვი თევზს პირით იჭერდა.
ნეტავ კვირას რა მოხდა?
კვირას....., (გააგრძელე!)
დანართი-5 როლური
თამაში
თემა: „რწყილი და ჭიანჭველა“
მიზანი: შეძლონ ტექსტის გაგაბა-გააზრება ,როლებად განსახიერება, შემდგომ
დისკუსიის გამართვა
შედეგი: გაიაზრებენ და გადმოსცემენ შინაარსს, გაინაწილებენ და მოირგებენ როლებს. შედეგებზე
დაყრდნობით მართავენ დისკუსიას
1-ლი ნაბიჯი-ტექსტის გაცნობა
მე-2 შინაარსის გადმოცემა
მე-3 როლების არჩევა -განაწილება
მე-4 წარმოდგენის მოწყობა
მე-5 შედეგების განხილვა
რწყილი
და ჭიანჭველა
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ,
წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:
- მე გადავხტები და შენ
რაღა გეშველებაო?
- განა მე კი ვერ გადავხტებიო?!
- უთხრა ჭიანჭველამ.
რწყილმა ისკუპა - გადახტა;
ჭიანჭველამ ისკუპა - წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს:
- ძმობილო, მიშველე რამე,
ნუ დამახრჩობ!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
ღორთან და სთხოვა:
- ღორო მომე ჯაგარი,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
ღორმა უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის რკო არ
მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
მუხასთან და სთხოვა:
- მუხავ მომე რკო,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
მუხამ უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის ყვავი
არ მოგიშორებიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
ყვავთან და სთხოვა:
- ყვავო, ეხსენ მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
ყვავმა უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის წიწილა
არ მოგიყვანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
კრუხთან და სთხოვა:
- კრუხო, მომე წიწილა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
კრუხმა უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის ფეტვი
არ მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
ორმოსთან და სთხოვა:
- ორმოვ, მომე ფეტვი,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
ორმომ უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის თაგვი
არ მოგიშორებიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
თაგვთან და სთხოვა:
- თაგვო, ეხსენ ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
კრუხი მომცემს წიწილასა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
თაგვმა უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის კატა
არ მოგიშორებიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
კატასთან და სთხოვა:
- კატავ ეხსენ თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
კატამ უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის რძე არ
მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა
ძროხასთან და სთხოვა:
- ძროხავ, მომე რძე,
რძეს მივუტან კატასა,
კატა დასთმობს თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილას,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.
ძროხამ უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის ბალახი
არ მოგიტანიაო!
რწყილი წავიდა, დაგლიჯა
მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.
ძროხამ მისცა რძე, მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა
ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილა მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა
რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო
წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა
ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.
მერე ისევ ძმურად გაუდგნენ
გზასა.
დანართი-6. მკითხველთა თეატრი
მოთხრობა
„დედა“
მიზანი:
შეძლონ პიესის ტიპის ტექსტის წაკითხვა-გააზრება, როლში წაკითხვა
მოსალოდნელი შედეგი: ა)წაიკითხავენ და გაიაზრებენ ტექსტს, მოირგებენ
და განასახიერებენ პერსონაჟებს ბ) განიხილავენ და გამოხატავენ აკუთარ დამოკიდებულებას
გმირების მიმართ
ნაბიჯი 1–ლი კითხულობენ რამდენჯერმე ტექსტს
ნაბიჯი მე–2 ინაწილებენ
როლებს
ნაბიჯი მე–3 კითხულობენ სათანადო ინტონაციით
ნაბიჯი მე–4 განიხილავენ და საუბრობენ პერსონაჟების
შესახებ
დედა
1 მთხრობელი: ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ. წადი, მომშორდი, დაუყვირა დედამ და ზურგი
შეაქცია.
გელა: დედას არ ვყვარებივარო“, -
მე–2
მთხრობელი: გაიფიქრა გელამ
და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა
და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად
გაუჩინარდა და სასოფლო გზას დაადგა.
მე–3
მთხრობელი: მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა,
ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა. მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.
მგელი:- სად მიდიხარო?
გელა:-
დედაზე უკეთესს ვეძებო.
მგელი:- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკნით გამაძღარი
ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
მე–4
მთხრობელი: მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.
შემოხვდა დათვი.
დათვი: - სად მიდიხარო?
გელა:- დედაზე უკეთესს ვეძებო.
დათვი:- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი
და... სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
მე–5
მთხრობელი: დათვმა პირიც
არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო.
შემოხვდა ბერიკაცი!
ბერიკაცი:
- სად მიდიხარ, კარგო ბიჭო?
გელა: - დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.
ბერიკაცი:
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ
დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.
მე–6
მთხრობელი: მიდის გელა,
მიდის და შემოხვდა დედაბერი.
დედაბერი: - სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭო?
გელა:
- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო
და დედაზე უკეთესს ვეძებო.
დედაბერი:
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ
რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.
მე–7
მთხრობელი: დედაბერმაც განი
მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს
გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე
ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.
ბიჭი:- ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?
გელა:- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე
უკეთესს ვეძებო.
ბიჭი:- დედა რა არისო?
გელა:
- დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.
ბიჭი:- არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.
გელა:
- როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს
და გაგაჩუმებს ხოლმეო?
ბიჭი: - არავინ არ მაყენებს ხოლმე. მე თვითონა
ვდგები და ვჩუმდები .
გელა: - საჭმელს ვინ გიმზადებსო?
ბიჭი: - საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ
იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.
გელა: - ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?
ბიჭი: - ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.
გელა: - მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა
არისო?
ბიჭი:- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს
გაგითლიო.
მე–8
მთხრობელი: მშვილდ-ისრის
ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:
გელა: - მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?
ბიჭი:
- მაინც მაჩვენე და თუ არ
მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ
და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.
მე–9
მთხრობელი: გელას ძალიან
მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა
ხელი და უკან დაბრუნდნენ.
შემოხვდათ დედაბერი.
დედაბერი: - ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდარაო.
გელა: - ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის.
უნდა ვაჩვენო და მერე მოვალო.
დედაბერი: - რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი
მაქვსო?!
მე–9
მთხრობელი: შემოხვდათ ბერიკაცი.
ბერიკაცი: - მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი ხარი
გამხდარაო.
გელა: - ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და
თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.
ბერიკაცი:
- რაკი დედასთან მიდიხართ,
რა გაეწყობაო?!
მე–10
მთხრობელი: შემოხვდათ დათვი.
დათვი:
- ლუკმას ლუკმა დამატებია
და ისევ კარზე მოსულან ახლა ორივეს შეგჭამთო.
გელა: - ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის,
ვაჩვენებ და მერე მოვალთო.
დათვი: - რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის
ცრემლისა ძალიან მეშინიაო.
მე–11
მთხრობელი: იარეს, იარეს
და შემოხვდათ მგელი.
მგელი: - ფერდები დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი
ფეხით მოსულანო.
გელა:
- ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა
ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.
მგელი: - რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ
გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.
მე–12
მთხრობელი: მგელიც ჩამოსცილდათ
და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, დედა
კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.
გელა: - აგერ, დედა რა არის.
მე–13
მთხრობელი: დედამ გაიგო
შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და
ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.
დედა: - ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?
გელა: - დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.
მე–14
მთხრობელი: დედამ შვილს
ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:
დედა: - უი, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა
გყოლია... შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა
მაინც არა ჰყავსო.
მე–15 მთხრობელი: პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან
უფრო აუჩვილა დედას გული.
დედა: - ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად
წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
გელა:- არ წავიდეთ?! -
ბიჭი: - მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
სწავლა-სწავლების პროცესი საკმაოდ საპასუხისმგებლოა,
მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ახალ-ახალი მეთოდებით
და სტრატეგიებით სწავლების პროცესის დაგეგმვაზე, ვიმდიდრებდეთ პროფესიულ ცოდნას, ორიენტირებულნი
ვიყოთ მოსწავლეების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სწორედ სწავლაში გამოვლენილი
საჭიროების მიხედვით დავგეგმე და განვახორციელე ჩემი კვლევა. „თხრობასთან დაკავშირებული
პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება“,
რომლის მიზანი თხრობაში გამოვლენილი პრობლემების მიზეზების კვლევა და მის გადასაჭრელად
განსახორციელებელი ინტერვენციების დაგეგმვა იყო.
კვლევა განვახორციელე
2018-2019 სასწავლო წელს, გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. იმისთვის, რათა გამომევლინა
პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ჩავატარე ანკეტირება მეორე კლასის მოსწავლეებთან, მშობლებთან
და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან. ძირითადი მიზეზების გამოვლენის შემდეგ დავგეგმე
ინტერვენციები, რომლის განხორციელებამ უკეთეს
შედეგებამდე მიმიყვანა.
კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით გავუზიარე დაწყებითი კლასის და
ბუნებისმეტყველების პედაგოგებს, დეტალურად გავაცანი კვლევის ეტაპები: მეთოდები, ინტერვენციები, მიგნებები, რეკომენდაციები . შედეგები
წარვუდგინე დიაგრამების, სქემების სახით, გავაცანი საჭიროებები და განხორციელებული
აქტივობები, მოსმენის და გაზიარების შემდეგ ვუპასუხე მათ შეკითხვებს. რადგან ყველა კლასში დგას ანალოგიური
პრობლემა, მათი დაინტერესება მაღალი იყო, მოიწონეს და გადაწყვიტეს თავიანთ პრაქტიკაშიც
დაგეგმონ ასეთივე ინტერვენციები
პედაგოგების მხრიდან მივიღე
დადებითი უკუკავშირი. ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი მიღწეულია.
მიმაჩნია, რომ კვლევაზე მუშაობის პერიოდში მიღებული
გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც დავგეგმო
და განვახორციელო საჭიროების მიხედვით ახალი კვლევა, რადგან ის ნამდვილად ხელს უწყობს
ეფექტურ მუშაობას.
ლეილა ასლამაზაშვილი
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასების მასწავლებელი